понедельник, 23 декабря 2019 г.

რეფლექსია


                                                               
                                                        რეფლექსია
პროექტის განხორციელების ვადები 1.11.2019 -12.11.2019-მდე.
სსიპ ქედის  მუნიციპალიტეტი სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მე-2-4 კლასებში განხორციელდა სოციალური პროექტი ,, ბუნება ჩვენი მკურნალია’’
 პროექტის განხორციელების მიზანი იყო მოწავლეებს გაცნობიერებინათ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.  განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე, რადგან მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს  დადებით გავლენას იქონიებს მათზე.
პროექტის დაწყებამდე გავიგე რის გაგება სურდათ მოსწავლეებს. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.
    პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი. მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ. ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
მუშაობის პროცესში ტარდებოდა მონიტორინგი რომელიც იძლეოდა საშუალებას პროექტის უკეთ წარმართვაში . პროექტის მიმდინარეობის მსვლელობაში მოსწავლეებში ჩნდებოდა კმაყოფილების გრძნობა. ყველა შეხვედრის ბოლოს ხდებოდა მოსწავლეების ნამუშევართა შეფასება,ასევე  ახდენდნენ ურთიერთშეფასებას. შეხვედრების დასრულების შემდეგ გეგმავდნენ თუ რა სამუშაო შეესრულებინათ ხალისიანი განწყობით.
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა  (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები
თანატოლებთან ურთიერთობამ  მნიშნელოვანი როლი ითამაშა მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში
 პროექტი განხორციელდა წარმატებით, დასახულ მიზანს მივაღწიეთ, უკეთესი იყო ჩამერთო დაწყებითი კლასები ყველა რასაც შემდგომში გავითვალისწინებ და აქტიურად ჩავრთავ სხვა კლასებსაც. პროექტის მსვლელობისას არ დაგვჭირვებია გეგმის მოდიფიცირებa.

Комментариев нет:

Отправить комментарий