სოციალური პროექტი
პროექტის დასახელება
|
,,ბუნება ჩვენი მკურნალია’’
|
პროექტის ავტორი
|
მზიური
შერვაშიძე
|
პროექტის დასაწყისი
|
1.11.2019
|
პროექტის დასასრული
|
12.11.2019
|
|
|
სამიზნე ჯგუფი
|
დაწყებითი
საფეხური/ 2-4 კლასის
მოსწავლეები
|
პრობლემა
|
გააცნობიერონ გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.
|
პროექტის მიზანი
|
·
განასხვავონ სუფთა და დანაგვიანებული გარემო და
სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი განწყობა კონკრეტული გარემოს მიმართ;
·
მოსწავლემ შეძლოს ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა თანატოლებთან და
უფროსებთან, შეძლოს გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.
მათ შორის მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარები:
·
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
·
შემოქმედებითი უნარები
·
კომუნიკაციის უნარი
·
ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსაწვლეებს განუვითარდებათ გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები, ეს გავლენას იქონიებს არამხოლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეზე, რადგან
მოსწავლეები კარგი მაგალითის მიმცემი იქნებიან და ეს ა დადებით გავლენას იქონიებს მათზე.
|
პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები
|
პროექტის
დაწყებამდე გავიგე რის გაგება სურდათ მოსწავლეებს. განისაზღვრა მშობელთა და მოსწავლეთა როლი პროექტში, დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით მუშაობას.
შეხვედრა პირველი
პროექტი დავიწყეთ მოსამზადებელი ფაზით. ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტე პროექტის მიზანი. მოსწავლეებს ვესაუბრე გარემოს დანაგვიანების შესახებ. ბავშვებს ვთხოვე, დააკვირდნენ გარშემო მყოფ საგნებს.
აქტივობის არსი იყო მოსწავლეებმა შეიგრძნონ და აღიქვან ბუნებრივი გარემო არამარტო მხედველობით, არამედ სხვა შეგრძნებითაც და მიხვდნენ, რომ ბუნებრივი გარემო განსხვავდება ადამიანის მიერ შექმნილი ყოფითი გარემოსაგან.
მოსწავლეებმა კითხვებზე პასუხებით გააკეთეს ჩანაწერები.
1. სოფელს ემსახურება თუ არა სანაგვე მანქანა?
2. როგორი გარემოა სკოლის ეზოში?
3. როგორ გრძნობთ თავს ამ გარემოში?
4. სად მიგაქვთ დაგროვილი ნაგავი?
შეხვედრა მეორე
მოსწავლეებს ვესაუბრე თუ რა ზიანი მოაქვს
დაბინძურებულ გარემოს. წარვმართეთ დისკუსია შემდეგ კითხვებზე:
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანისათვის?
- თქვენი აზრით რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისათვის?
- როგორ გგონიათ, ვისი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად გამოთქვეს ვარაუდები და გააკეთეს ჩანაწერები.
შეხვედრა მესამე
მას შემდეგ, რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა, რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი მოაქვს ცოცხალი სამყაროსთვის თავისთავად გაჩნდა კითხვა:
-როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან?
მოსწავლეებს განვუმარტე, რომ გარემოს დაცვის ერთ-ერთი ხერხია გარემოს დასუთავება, ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით;
მოსწავლეები გავყავი ჯგუფებად და იმუშავეს პლაკატების შექმნაზე დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.
შეხვედრა მეოთხე
მოსწავლეებმა ჰიგიენური ხელთათმანებისა და პოლიეთილინის პარკების გამოყენებით დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია და შეგროვებული ნაგავი მოათავსეს ნაგვის ურნაში, თან იმსჯელეს რა გაიგეს ახალი? რატომ გამოიყენეს ხელთათმანი?
წინა გაკვეთილზე შექმნილი პლაკატები კი სისუთავის დაცვის მიზნით გააკრეს საკლასო ოთახში, დერეფანში და სკოლის ეზოში, ამ ფორმით მათ შეძლეს თანატოლებისთვის გაეცნოთ თუ როგორ უნდაც დაიცვან გარემო.
შეხვედრა მეხუთე
შევაჯამე მოსწავლეების მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ვიმუშავეთ
კედლის გაზეთის დავიცვათ გარემოს მომზადებაზე.
გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.
შეხვედრა მეექვსე
გადაღებული სურათებით პროგრამა Pover Point-ში მოამზადა პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების წინაშე, წარმოადგენეს საბოლოო პრუდუქტი კედლის გაზეთისა და სლაიდ შოუს სახით (გარემოს დაცვა ჩვენი მოვალეობაა), რომელიც გამოეკრა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილას.
შეფასება: მოსწავლეების შეფასების ფორმა განმავითარებელი კომენტარებია. შეფასდნენ პროექტის სამივე ეტაპზე:
1. შეფასდა მათი ინტერესები და წინარე ცოდნა
2. თანამშრომლობის უნარი, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარი
3. პრეზენტაციაზე შეფასდა მათი საპრეზენტაციო უნარები და შემოქმედებითი უნარები
თანატოლებთან ურთიერთობამ მნიშნელოვანი როლი ითამაშა მოზარდების პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში
|
მონიტორინგი
|
პროექტის
განმავლობაში ვავსებდი დაკვირვების დღიურს.
|
რესურსები
|
დამხმარე სახელმძღვანელოები.
მოძიებული ინფორმაცია.
ფორმატის ქაღალდები, მარკერები, კომპიუტერი.
სხვა რესურსები: სკოლის
ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий